fbpx
Skip links

გრანტზე მომართვების მიღება უკვე წარმოებს!

როგორ წარიმართება პროცესი?

Самое важное кратко

| განაცხადთა შეგროვება და გადამუშავება ეტაპობრივად მიმდინარეობს.

| ფონდი იდეის ავტორს განაცხადთა გაფორმბაში დაეხმარება.

| კონკურსის შედეგები დამოკიდებულია მიუკერძოებელ კომისიაზე.

| გამარჯვებულებთან ხელშეკრულება ფორმდება.

| ფონდი თემების თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე იზრუნებს.

2020 წლის 1 იანვარს საქართველოს ებრაელობის განვითარების ფონდმა გრანტების კონკურსზე განაცხადთა მიღება დაიწყო.

1. განაცხადი

პირველადი განაცხადის შემოსატანად შეავსეთ მარტივი ფორმა შემდეგ საიტზე.

შევსებულ ფორმას ფონდის სპეციალისტები გაეცნობიან, რის შემდეგაც დეტალების დასაზუსტებლად განაცხადის შემომტანს დაუკავშირდებიან.

2. პროექტის გაფორმება

იდეის ავტორი, ფონდის სპეციალისტების დახმარებით, იდეას პროექტის ფორმას აძლევს, სადაც მოცემული იქნება: პრობლემის აღწერილობა, პროექტის ბიუჯეტი და მისი განხორციელების გრაფიკი.

ფონდის სპეციალისტები იდეის ავტორებს ეხმარებიან განაცხადის გაფორმებაში, კონსულტაციას უტარებენ ტელეფონის ან ინტერნეტ-ზარის საშუალებით ან თელ-ავივში მდებარე ორგანიზაციის ოფისში პირისპირ შეხვედრისას.

3. კონკურსი

ყველა განაცხადი სპეციალურ კომიტეტს წარედგინება, რომელიც სათემო ორგანიზაციათა მუშაობის სპეციალისტებისა და საქართველოს ებრაელთა თემის თვალსაჩინო წარმომადგენლებისგან არის დაკომპლექტებული.

კომიტეტი წყვეტს, რომელი პროექტი იქნება მხარდაჭერილი.

ყველა განცხადების შემომტანი, რომელიც, სხვადასხვა მიზეზთა გამო, გადარჩევის შემდგომ ეტაპზე ვერ გადავა, უარის მოტივირებულ ახსნას მიიღებს. ეს მნიშვნელოვნად გაზრდის მომდევნო კონკურსებში მათი წარმატების ალბათობას.

პრიორიტეტი იმ პროექტს მიენიჭება, რომელიც ყველაზე პოზიტიურ ზეგავლენას მოახდენს საქართველოს ებრაელთა თემზე ისრაელსა და მის საზღვრებს გარეთ.

4. ხელშეკრულების გაფორმება

კონკურში გამარჯვებულებთან გაფორმდება ხელშეკრულება, რომელშიც აღნიშნული იქნება მუშაობის კრიტერიუმები და მხარეთა ვალდებულებები.

5. რეალიზაცია და ანგარიშის წარდგენა

პროექტის ხელმძღვანელი პროექტს მითითებულ ვადებში ანხორციელებს და წარადგენს ანგარიშს პროექტის მსვლელობისა და დახარჯული თანხების შესახებ. ფონდი ანგარიშს სპონსორებისა და საზოგადოების წინაშე წარადგენს.

საქართველოს ებრაელობის განვითარების ფონდი თემზე და აუდიტორიაზე ეფექტური ზემოქმედების პრონციპით ხელმძღვანელობს საქართველოს ებრაელთა ტრადიციაზე და წმინდა კანონზე დაყრდნობით .

რა საკითხების მოსაგვარებლად შეიქმნა საქართველოს ებრაელობის განვითარების ფონდი? ამ შეკითხვაზე პასუხს გაიგებთ აქ.