fbpx
Skip links

ვის უჭერს მხარს საქართველოს ებრაელობის განვითარების ფონდი?

რომელ პროექტებს მიეცემათ პრიორიტეტი? ვისთვის იქმნება გრანტების სისტემა?

Самое важное кратко

| ფონდის უმთავრესი ამოცანაა თემების განვითარება ახალი პროექტების მხარდაჭერის გზით.

| განაცხადის შემომტანმა პასუხი უნდა გასცეს შეკითხვას: „როგორ გააუმჯობესებს პროექტი საქართველოს ებრაელთა თემის ცხოვრებას?“

| არჩევანის გაკეთებისას, პრიორიტეტი ახალგაზრდულ პროექტებს მიენიჭება.

| ფონდი თემებს მუშაობის ახლებური მეთოდების დანერგვაში დაეხმარება!

საქართველოს ებრაელობის განვითარების ფონდმა ფუნქციონირება 2020 წლის 1 იანვარს დაიწყო.

ფონდის ამოცანები – საქართველოს ებრაელთა თემის ინიციატივების მხარდაჭერასა და განვითარებაში მდგომარეობს. ეს მოიცავს რელიგიურ და სათემო ცხოვრებას, საგანმანათლებლო, აღმზრდელობით და კულტურულ პროექტებს.

2020 წლის მანძილზე დაგეგმილია გრანტთა განაწილების რამდენიმე რაუნდის ჩატარება, რაც ღია და გამჭვირვალე კონკურსების საფუძველზე განხორციელდება.

ვის შეუძლია ფინანსირებაზე განაცხადის შემოტანა?

განაცხადის შემოტანა შეუძლია ნებისმიერს – იქნება ეს ორგანიზაცია თუ კერძო პირი. ფინანსირების მისაღებად საჭიროა:

– პარტნიორები (არაკომერციული ორგანიზაცია – „ამუტა“) კერძო სპონსორებს ან ორგანიზაციებს შორის (თუ ასეთები არ არსებობენ, ფონდი კონსულტაციას გაუწევს იდეის ავტორს ამ პირობის დასაკმაყოფილებლად).
– პროექტის გეგმა გაზომვადი შედეგით და განხორციელების გრაფიკით.
– პროექტზე მომუშავე გუნდი
– პასუხი შეკითხვაზე: როგორ შეუწყობს პროექტი ხელს საქართველოს ებრაელთა თემის ცხოვრების გაუმჯობესებას?

თუ თქვენ კერძო პირი ბრძანდებით, დაგჭირდებათ პარტნიორი ორგანიზაციასთან თანამშრომლობის დამყარება, რომლის საშუალებითაც თქვენი პროექტი განხორციელდება. ეს ისრაელის სახელმწიფოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულება გახლავთ.

ისრაელის მასშტაბით ათეულობით ქართულ-ებრაელი სალოცავი და სათემო ცენტრია. ყოველი მათგანი, შესაძლოა, თქვენი პარტნიორი იყოს. სასურველია, რომ განაცხადის შემომტანი ადგილობრივი თემის მხარდაჭერითაც სარგებლობდეს.

პრიორიტეტები მიენიჭება იმ პროექტებს, რომლებიც საზოგადოებასთან აქტიურ მუშაობას ითვალისწინებენ: სახსრების 80% საზოგადოებრივ ღონისძიებებს მოხმარდება, 20% კი ისეთ ინფრასტრუქტურულ დანახარჯებს, როგორებიცაა აღჭირვილობის შეძენა, სარემონტო სამუშაოები და ა.შ.

გრანტებზე კონკურსის გამოცხადების საშუალებით, საქართველოს ებრაელობის განვითარების ფონდი ახალგაზრდა თაობას თავისი პოტენციალის გამოვლენისა და იდეების ხორცშესხმის შესაძლებლობას აძლევს.

თუ განაცხადის შემომტანი აუცილებელ პირობებს ვერ აკმაყოფილებს, მისი იდეა კი ცალსახად ყურადღებასა და მხარდაჭერას იმსახურებს, ფონდი მას დაეხმარება, როგორც გადამზადებაში, ასევე აუცილებელი კონტაქტების დამყარებაში, რათა განაცხადმა სათანადო სახე მიიღოს.

სხვა სიტყვებით

ფონდი მხარს დაუჭერს ძლიერებს და, ამავე დროს, ფეხზე წამოდგომაში დაეხმარება მათ, ვინც ამას საჭიროებს.

Теплица проектов

მომავალში იგეგმება სამუშაო ჯგუფების შექმნა, რომელთა მიზანიც არსებული გამოცდილების გაზიარება იქნება.

როდესაც საქართველოს ებრაელობის განვითარების ფონდს მიმართავთ, თქვენ წევრიანდებით პროფესიონალთა ქსელში, რომლებსაც სურთ და შეუძლიათ ჩვენი თემის ცხოვრების გაუმჯობესება – მისი ახალი პროექტებითა და იდეებით გამდიდრება.

თუ ეს ფასეულობები თქვენთვის მნიშვნელოვანია, მოგვაწოდეთ თქვენი განაცხადი და დავიწყოთ მუშაობა!

ინფორმაციის მისაღებად თუ, როგორ წარიმართება განაცხადთა გადარჩევა გაეცანით სტატიას „როგორ იწარმოებს განაცხადებთან მუშაობა?“