fbpx
Skip links

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება!

საქართველოს ებრაელთათვის და მათთვის, ვისი მოღვაწეობაც ჩვენი თემის კეთილდღეობისკენაა მიმართული, ახალი შესაძლებლობები იხსნება.

Самое важное кратко

| ახალი ინიციატივების მხარდაჭერის ფონდი ამუშავდა!

| ფონდის მისია ახალი პროექტების ძიება, მათი მხარდაჭერა და საქართველოს ებრაელთა თემის განვითარებაა

| გრანტზე განაცხადების მიღება უკვე წარმოებს

2020 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა საქართველოს ებრაელობის განვითარების ფონდი.

მსოფლიოს მასშტაბით საქართველოს ებრაელობა მოიცავს ათეულობით თემს და სალოცავს, არსებობს ასობით იდეა და ინიციატივა, მოღვაწეობს ათასობით აქტივისტი და ვოლონტიორი. 

„საქართველოს ებრაელთა რაბინების საბჭოს“, მოგვიანებით კი საქართველოს ებრაელთა მსოფლიო ფედერაციის წყალობით მხარდაჭერა ათეულობით სათემო პროექტმა მიიღო. 

საქართველოს ებრაელთა მსოფლიო ფედერაციაში ასეულობით მომართვა შემოდიოდა, თემის აქტივისტები საკუთარი ინიციატივებით გამოდიოდნენ: ბანაკები და გაკვეთილები ბავშვებისთვის, თორის გაკვეთილები, უნიკალური კულტურული ღონისძიებები და ა.შ. ამ იდეათაგან ბევრი დაუყონებლივ მხარდაჭერას მოითხოვდა, მაგრამ ხსენებულ ორგანიზაციებს ნოვატორული იდეების დაუყონებლივ მხარდაჭერის შესაძლებლობა არ გააჩნდათ.

ამ პრობლემის მოგვარების მიზნით, 2020 წლის 1 იანვრიდან, ამოქმედდა საქართველოს ებრაელობის განვითარების ფონდი, რომლის ძირითად ამოცანასაც თემის განვითარებისათვის მოწოდებული ახალი ინიციატივების მოძიება, მათი მხარდაჭერა და სოციალური ინვესტიციების განხორციელება წარმოადგენს.

ფონდი აერთიანებს საქართველოს ებრაელთა რაბინების სიბრძნეს, სათემო ორგანიზაციების თანამშრომელთა მდიდარ გამოცდილებასა და წამყვან ქართველ ებრაელ ბიზნესმენთა წარმატებულობას.

ფონდის მისია საქართველოს ებრაელთა თემში ეფექტური პროექტების დასანერგად ახალი ინიციატივების მხარდაჭერაში და მთელი მსოფლიოს მასშტაბით ქართულ-ებრაული ცნობიერების განმტკიცებაში მდგომარეობს.

ფონდის ძალისხმევა მხოლოდ ისრაელზე არ გავრცელდება, სადაც თემის უდიდესი ნაწილია კონცენტრირებული, არამედ აშშ-ს, ევროპისა და დსთ-ს ქვეყნებში მცხოვრებ დიასპორებზეც. ამავე დროს, ფონდის მუშაობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიმართულებას საქართველოში სათემო პროექტების მხარდაჭერა წარმოადგენს.

კონკურსის პირველ ეტაპზე, რომელიც 2020 წლის პირველ ნახევარში ჩატარდება, ფონდი 10 გრანტს გადაანაწილებს, რომელთაგანაც თითოეული 10 000 დოლარს შეადგენს. ფინანსირებისა და მხარდაჭერის მიღების შესაძლებლობა მიეცემა ყველას, ვინც შეძლებს დაამტკიცოს, რომ მისი იდეა სარგებელს მოუტანს საქართველოს ებრაელობას.

Проще говоря

ფინანსირებისა და მხარდაჭერის მიღების შესაძლებლობა მიეცემა ყველას, ვინც შეძლებს დაამტკიცოს, რომ მისი იდეა სარგებელს მოუტანს საქართველოს ებრაელობას.

ფონდი მხოლოდ ახლა იწყებს ფუნქციონირებას. 2020 წლისთვის დაგეგმილია კიდევ რამდენიმე კონკურსის ჩატარება.

როგორ პროექტებს მიეცემა პრიორიტეტი? როგორ გადანაწილდება თანხები? ვინ გადაწყვეტს, რომელი პროექტი უნდა დაფინანსდეს?    

ამ კითხვებზე პასუხის მისაღებად გაეცანით ჩვენს სტატიას „ვის უჭერს მხარს საქართველოს ებრაელობის განვითარების ფონდი?“.