fbpx
Skip links

საქართველოს ებრაელობის განვითარების ფონდის ხელმძღვანელობა ანტვერპენის თემებს ეწვია

ფურიმის დღესასწაულის წინ, საქართველოს ებრაელობის განვითარების ფონდის ხელმძღვანელობა, საქართველოს ებრაელთა მთავარი რაბინის – იააკობ გაგულაშვილისა და ფონდის გენერალური დირექტორის – იოსეფ ხერსონსკის შემადგენლობით, ანტვერპენის ქართულ ებრაულ თემებს ეწვია. ვიზიტის მიზანს ფონდსა და ადგილობრივ თემს შორის კავშირების დამყარება წარმოადგენდა. თემის მოთხოვნილებებისა და საჭიროებების გამოსავლენად და ურთიერთთანამშრომლობის სამომავლო სტრატეგიის დასახვის მიზნით, ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები რაბინებთან, სალოცავთა ხელმძღვანელებთან და თემის გავლენიან წარმომადგენლებთან..

ანტვერპენი დღევანდელი მსოფლიოს რუკაზე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ქართულ-ებრაული ცენტრია. აქაური თემი, რომელიც 400-500 ქართულ-ებრაულ ოჯახს ითვლის, აქტიური ებრაული ცხოვრებით გამოირჩევა. ქალაქში საქართველოს ებრაელთა ორი სალოცავია – ერთ-ერთს რაბი აბიშალომ კალაზანი ემსახურება, მეორეს კი რაბინი იოსეფ ქოენი.

ვიზიტის ფარგლებში, თემში „ბნეი მოშე“, გაიმართა ისრაელსა და დიასპორაში მცხოვრები საქართველოს ებრაელთა მთავარი რაბინის – იააკობ გაგულაშვილის ლექცია:

საქართველოს ებრაელთა განვითარების ფონდის მთავარ პრიორიტეტს სათემო ცხოვრების განვითარება და ახალგაზრდა თაობის მოზიდვა წარმოადგენს. ამიტომ, ფონდი მაქსიმალურად მხარს დაუჭერს ახალ პროექტებს, რომლებიც აღნიშნული მიმართულებებით ეფექტურ მუშაობას ითვალისწინებენ.

პროდუქტიული ვიზიტის შეფასებისას ფონდის გენერალურმა დირექტორმა – იოსეფ ხერსონსკიმ განაცხადა:

“ჩვენ ყველა დანარჩენ საქართველოს ებრაელთა თემსაც მოვუწოდებთ, რომ შეგვატყობინონ თავიანთი საჭიროებების შესახებ, მოგვმართონ წინადადებებითა და ინიციატივებით… ჩვენ გვსურს ხაზი გავუსვათ, რომ ფონდი შექმნილია საქართველოს ებრაელთა თემებისთვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ჩვენს მიზანს საქართველოს ებრაელობის გაერთიანება და განვითარება წარმოადგენს. ამ მიზნის მისაღწევად ჩვენ ასევე ვიწვევთ შეძლებულ ადამიანებს, რომლებიც საქართველოს ებრაელთა „ქველმოქმედთა პარლამენტში“ გაწერვრიანდებიან. ერთად გაცილებით მეტის გაკეთებას შევძლებთ!“